Scroll Top
BLOG
კიბერკრიმინალი და ML/AI ტექნოლოგიების საჭიროება კიბერუსაფრთხოებაში

კიბერდანაშაულის რაოდენობა იზრდება და შეტევის არსენალის მატებასთან ერთად, იხვეწება კიბერშეტევის მეთოდოლოგიები. ოფიციალური ანგარიშის მიხედვით, კიბერკრიმინალი მსოფლიო ეკონომიკას 2025 წლისთვის 10,5 ტრილიონი აშშ დოლარის ზარალს მიაყენებს, რაც მანიშნებელია ციფრული ინფორმაციის დაცვისთვის მეტი პროაქტიული ზომების მისაღებად.

დისტანციური ტექნილოგიების გამოყენებით, ორგანიზაციები “Covid-19” პანდემიის შემდეგ ადვილად ადაპტირდნენ კომუნიკაციის განსხვავებულ ფორმებთან, რამაც გარკვეულწილად კიბერდანაშაულის მზარდ დინამიკაზე დამატებით აქსელერატორის როლი შეასრულა, რადგან სამუშაო გარემოს ცვლილებამ და დამატებითი სერვისების დისტანციურ ფორმაში მიწოდებამ, გამოიწვია როგორც ორგანიზაცი(ებ)ის IT ინფრასტრუქტურის ტრანზიტული არხების გაფართოება, ასევე სამომხმარებლო და მონაცემთა გამოთვლით სისტემებზე ჭარბი რაოდენობის არასასურველი ინფორმაციის შემოდინება.

ნომენკლატურების გეოგრაფიულმა ექსპანსიამ და ბიზნეს დაგეგმარების პრინციპების ცვლილებამ, აიძულა ორგანიზაციებს რომ ადაპტირდნენ ახალ საინფორმაციო პროცესებთან და მონაცემთა დამუშავების მიდგომებთან, რამაც თავის მხრივ საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე სრუქტურული მართვის მოდელების და სპეციალიზაციების შექმნას მსოფლიოში.

საორგანიზაციო და მარეგულირებელი ორგანიზაციების ამოცანებით გაჯერებული IT ერთეულები, დასახული მიზნების გადაჭრას ჭკვიან ტექნოლოგიებში და სერვისების ურთიერთქმედებების ავტომატიზაციაში ეძებენ, რითიც სისტემების და პროცესების მართვის მნიშვნელოვანი ფუნქცია-მოვალეობები, სხვადასხვა განხრის მანქანური სწავლების (ML) და ხელოვნური ინტელექტის (AI) მქონე მოწინავე ტექნოლოგიებით იქნება უზრუნველყოფილი.

სამუშაო გარემოს მრავობლითი ცვლილების შედეგად მულტიპლიცირებული საინფორმაციო კასკადების და მოწყვლადობის მონიტორინგის და მართვის 24/7 მოდელით ოპერაციები, ორგანიზაციებისთვის ახალ თავსატეხად იქცა, რის შედეგადაც დაფორმირდა და განვითარდა როგორც უსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის (SOC) ორგანიზაციული ერთეულები, ასევე მართული უსაფრთხოების სერვის ოპერატორები მსოფლიოში (MSSP)

კიბერდანაშაულთან ბრძოლა ყოველთვის სირთულეებით იყო სავსე, თუმცა თქმა გადაჭრით, რომ ბრძოლის ამ ახალ ეტაპს კაცობრიობა იგივენაირად წარმატებით გაართმევს თავს, როგორც ყველა სხვა დანარჩენს - რთულია. ფაქტია, რომ ჩვენი ორგანიზაციის და პირადი ინფორმაციის დაცვისთვის საჭიროა უფრო მეტი ძალისხმევა, ვიდრე ოდესმე.

Lorem ipsum dolor sit amet

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua. Ut enim ad minim veniam, quis nostrud ullamco laboris nisi ut aliquip ex ea commodo consequatdolor sit amet, consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua:

გაზიარება