Scroll Top
ვინ ვართ ჩვენ
ჩვენ შესახებ

2020 წელს დაარსებული ქართული IT კომპანია გიორგი ბეროშვილის, გიორგი კვესელავას, ივანე შეკლაშვილის და გიორგი სოფრომაძის სახელებს უკავშირდება. ნეიტრინო სწრაფად გახდა ადგილობრივი ბაზრის სერიოზული მოთამაშე.  

ჩვენ ვზრუნავთ კლიენტების და პარტნიორების უსაფრთხო სამუშაო პროცესებზე, ვავითარებთ კიბერუსაფრთხოების და IT ტრანსფორმაციის დარგებს და გთავაზობთ შესაბამისი პროდუქციის და სერვისების ფართო არჩევანს. ნეიტრინოს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი გულმოდგინედ არჩევს მსოფლიო ბაზარზე არსებულ საუკეთესო პროდუქტებს, რათა უზრუნველყოს თქვენთვის ინოვაციური და წამყვანი გადაწყვეტილებები. ჩვენ, მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკებზე დაყრდნობით ვქმნით ინდივიდუალურ გამოცდილებას, რომელიც უშუალოდ თქვენი კომპანიის საჭიროებებზე და ბიზნეს ამოცანებზეა მორგებული. 

პრესტიჟული ISO/IEC 21007:2013 სერტიფიკატის მფლობელი ნეიტრინო აკმაყოფილებს ინდუსტრიის უმაღლეს სტანდარტებს და მსოფლიოში აღიარებულ ნორმებთან და რეგულაციებთან სრულ შესაბამისობაშია. 

MSSP

ნეიტრინო, როგორც მართული უსაფრთხოების სერვისის პროვაიდერი, თქვენს კიბერ ინფრასტრუქტურას სათანადო მომსახურებას გაუწევს. ჩვენ გვყავს გამოცდილი MSSP გუნდი, რომელიც შედგება NOC ტექნიკოსებისგან, SOC ანალიტიკოსებისგან, ინჟინრებისა და მენეჯერებისგან, რომლებიც 24/7-ზე, წელიწადში 365 დღის განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობენ იმისთვის, რომ თქვენმა ინფრასტრუქტურამ გამართულად იმუშაოს. პრევენციული მიდგომით ვაკვირდებით საფრთხეებს და დროულად გაწვდით მონაცემთა სრულ ანგარიშს, რათა დავიცვათ თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და სამუშაო პროცესები. ჩვენი კომპანიის დახმარებით, თქვენს IT განყოფილებას საშუალება ექნება თავიდან აირიდოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არაერთი „თავის ტკივილი“ და ფოკუსირდეს მისთვის უფრო მნიშვნელოვან ამოცანებზე.

IT ტრანსფორმაცია

ჩვენ IT ტრანსფორმაციის გზით ვამარტივებთ ტექნოლოგიების რთულ გადაწყვეტილებებს, პროცესებს ვუმარტივებთ და ვეხმარებით კომპანიებს, რომ გახდნენ უფრო ძლიერები და კონკურენტულები. დამკვეთთა საჭიროებების იდენტიფიცირებით, ჩვენი ინჟინრები ავითარებენ მათთვის ყველაზე ეფექტურ სტრატეგიას. უსაფრთხო ციფრულ პლატფორმაზე დიგიტალიზაციის პროცესი მნიშვნელოვანია კომპანიებისთვის დროის, რესურსების, დანახარჯების დასაზოგად და უფრო მოქნილი ოპერაციების განსავითარებლად; სხვადასხვა რისკების და შეცდომების მინიმუმამდე შესამცირებლად; სამუშაო პროცესის და საერთო გამოცდილების გასაძლიერებლად. IT ინფრასტრუქტურის ტრანსფორმირებით, თქვენი კომპანია მთელს მსოფლიოსთან გახდება ინტეგრირებული.

მისია

ჩვენ ვამსხვრევთ მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესების სტერეოტიპებს და მიზანი არა უბრალოდ გაყიდვა-მიწოდებაა, არამედ ჩვენი პარტნიორებისთვის სწორი მიმართულების ჩვენება და დახმარებაა ფუნდამენტიდანვე უსაფრთხო გარემოს შექმნისა და განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილების მიმღებს ესმოდეს, თუ რაოდენ ღირებულია პერსონალურად მორგებული IT სტრუქტურის არსებობა, რომელსაც პირდაპირ მივყავართ უწყვეტ, შეუფერხებელ და ხარჯთეფექტურ სამუშაო პროცესამდე. 

ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რესურსი ჩვენი გონებაა! მიუხედავად ამისა, საზოგადოებისთვის, IT სფერო ჯერ კიდევ რთულად აღქმადია. ჩვენ გვჯერა, რომ ცვლილების განსახორციელებლად აუცილებელია ერთ ენაზე საუბარი, ამიტომ ჩვენ წარმოვადგენთ საკუთარ თავს, როგორც „ხალხურად მოლაპარაკე IT ადამიანები“, ვავრცელებთ ცოდნას და ცნობიერებას კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

ჩვენი კლიენტები
Our Awards
Best Digital Agency
Best Digital Agency
Best Digital Agency
WE ARE TRUSTED BY MORE THAN 8900 CLIENTS

Labore et dolore magna aliqua. Ut enim ad minim veniam, quis nostrud exercitation ullamco laboris nisi ut aliquip ex ea commodo consequat. Duis aute irure dolor in reprehenderit in voluptate velit esse cillum dolore eu fugiat nulla pariatur. Excepteur sint occaecat cupidatat non proident, sunt in culpa qui officia deserunt mollit anim id est laborum. Sed ut dolor perspiciatis unde omnis iste natus error sit voluptatem accusantium .

BUILD BETTER WEBSITE ALOT QUICKER WITH thegem AGENCY

Labore et dolore magna aliqua. Ut enim ad minim veniam, quis nostrud exercitation ullamco laboris nisi ut aliquip ex ea commodo consequat. Duis aute irure dolor in reprehenderit in voluptate velit esse cillum dolore eu fugiat nulla pariatur.

 

COMPANY STARTED
2007
0
PROJECTS COMPLETED
0
PUPULAR PROJECTS
0
SOCIAL PROJECTS
0
ALL PROJECTS